მავნე აირების ურთიერთქმედება
აღსანიშნავია, რომ ატმოსფეროს მიწისპირა ფენაში(ტროპოსფეროში) გაფრქვეული დამბინძურებელი ნივთიერებები არა მარტო უშუალოდ ზემოქმედებენ ადამიანებსა და ეკოსისტემებზე, არამედ ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და ადამიანთა ჯანმრთელობისა და ეკოსისტემებისთვის კიდევ უფრო მავნე ნივთიერებებს წარმოქმნიან. ამ გზით წარმოქმნილი ე.წ. მეორადი დამბინძურებლებიდან აღსანიშნავია მიწისპირა ოზონი და მტვრის უმცირესი ნაწილაკები(10 მიკრომეტრზე მცირე ზომის მყარი ნაწილაკები, ე.წ.PM10)
მიწისპირა ოზონი ნახშირყალბადების აზოტის ჟანგეულებისა და ჟანგბადთან ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება. იგი დიდი ქალაქების თანმდევი დიდი პრობლემის-სმოგის-ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი აირია. მიწისპირა ოზონი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ნათესებსა და ვეგეტაციის პროცესზე. მისი მაღალი კონცენტრაცია იწვევს სასუნთქი სისტემის დაზიანებას.
კავშირის „ეკომედექსპრესის“ მიერ პროგრამის „თბილისის ფარგლებში არსებული სარეკრეციო ზონებისა და წყლის ობიექტების გარემოს(ჰაერი, წყალი, ნიადაგი) სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგი“ განხორციელებისას შესწავლილი და შეფასებულია ჰაერის ხარისხი ბაღებსა და პარკებში და მათ მიმდებარე ცენტრალურ გამზირებზე.
ჰაერის ხარისხის შესწავლა წარმოებდა სანიტარულ- ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, დასასვენებელი ბაღების, პარკებისა და მიმდებარე გამზირების 8 ობიექტზე, სეზონურად, სამ-სამ წერტილში სულ ჩატარდა 360 გაზომვა.1
Friday, May 10, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment