1

Monday, May 17, 2010

ჰაერის დაბინძურება

1 მთავარი იდეა: ჰაერის დაბინძურება
2 მნიშვნელობა, აქტუალობა: დამტკიცებულია, რომ ბოლო 500 წლის განმავლობაში ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა კონცენტრაცია საგრძნობლად გაიზარდა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობას და დაგვაყენა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ატმოსფეროს დაცვა დაბინძურებისაგან ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა.
3 მიზნები და შედეგები: პროექტის მიზანია განუვითარდეს მოსწავლეს კვლევის, ძიების უნარ- ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
შედეგი: ბლოგის შექმნა, მოპოვებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტ-საიტზე, თემატური კონფერენციის ჩატარება, კედლის გაზეთის გამოშვება.
4 შეფასების საგანი: კვლევაში მონაწილეობა, პრეზენტაციის უნარი.
5 წინასწარი ცოდნა: ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ჰაერის შედგენილობა. უნდა გამომუშავებული ჰქონდეთ ლაბორატორიაში მუშაობის უნარ- ჩვევები.
6 სასწავლო პროცესის მსვლელობა:
1 თემის შერჩევა: მიცემული თემებიდან მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას.
2 მოსწავლეებს დავყოფ 3 ჯგუფად და მივცემ დავალებებს:
პირველი ჯგუფი: ინტერნეტში მოიძიონ ინფორმაცია ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების შესახებ და ჩამოაყალიბონ ცხრილის სახით: მავნე ნივთიერება, დაბინძურების წყარო, ცალკეული მავნე ნივთიერების წილი საერთო დაბინძურებაში.
მეორე ჯგუფი: მოიძიონ ინტერნეტში ინფორმაცია დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე. მოამზადონ პრეზენტაცია და რეფერატი.
მესამე ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის საშუალებების სესახებ.
3 კვლევითი ექსპერიმენტი (თსუ-ში): "ჰაერის შემადგენელი მავნე ნივთიერებების (გოგირდისა და ნახშირბადის დიოქსიდების) ზემოქმედება გარემოზე"
4 შეჯამება: მოსწავლეები ახდენენ მოძიებული ინფორმაციის სინთეზს.
5 პრეზენტაცია: მოსწავლეები ატარებენ კონფერენციას, სადაც წარმოადგენენ კვლევის შედეგებს.
6 მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ქმნიან ვებ-გვერდს და ანთავსებენ ინტერნეტში.
7 მონაწილეთა ასაკი: XI-XII კლასები.

No comments:

Post a Comment