1

Friday, May 10, 2013


   სამრეწველო სექტორი



  საქართველოს სამრეწველო სექტორში ჰაერის ძირითადად დამბინძურებულ წყაროდ ყოველთვის ითვლებოდა ცემენტის წარმოება რუსთავსა და კასპში, ფეროშენადნობთა წარმოება ზესტაფონში, მეტალურგიული კომპლექსები რუსთავსა და ქუთისში.
  აღსანიშნავია, რომ დღეისათვის რუსთავის და კასპის ცემენტის ქარხნებში დამონტაჟებულია მტვრის გამწმენდი მაღალეფექტური სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ემისიის დასაშვებ დონეებს, ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარეობს მტვერდამჭერი სისტემების პროექტირებისა და მონტაჟის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ფეროშენადნობთა ქარხანა დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა ამ რეგიონში მანგანუმის მტვრის ემისიის დონით, რაზედაც მეტყველებს გარემოს მონიტორინგის სადამკვირებლო ქსელის უკანასკნელი პერიოდის მონაცემები.

 ენერგოსექტორი

   საქართველოში ელექტროენერგიისა და სითბოს წარმოება წარმოდგენილია გარდაბანში განთავსებული სამი მსხვილი თბოელექტროსადგურით, რომელთა ძირითად საწვავს წარმოადგენს ბუნებრივი აირი. ეს საწარმოებია:სს“ენერჯი ინვესტი“, შპს „ მტკვარი ენერგეტიკა“ და სს „თბილსრესი“. მუნიციპალური თბომეურნეობების დაშლის შემდეგ(90-იანი წლებიდან მოყოლებული) მსხვილ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ფაქტობრივად გაუქმდება თბომომარაგების ცენტრალური სისტემები და მოსახლეობა გადასულია ინდივიდუალურ, ძირითადად ბუნებრივ აირსა და შეშაზე მომუშავე გათბობის საშუალებებზე.
  ენერგეტიკის  სექტორიდან ატმოსფეროს დაბინძურების დიდი წილი მოდის ნახშირწყალბადებზე, ანუ აქროლად ორგანულ ნაერთებზე(აონ), ნახშირორჟანგზე, აზოტის ჟანგეულებსა და მყარ ნაწილაკებზე(მტვერზე). ამ სექტორიდან ატმოსფერულ გაფრქვევათა რაოდენობრივი ცვლილება განპირობებულია მოხმარებული ენერგორესურსების(ქვანახშირი, ნავთი, მაზუთი, ბუნებრივი და თხევადი აირი და ა.შ.) სახეობით: მაგ.,მაზუთის და ქვანახშირის წვისას ჰაერში მეტი დამბინძურებელი ნივთიერება გაიფრქვევა, ვიდრე ბუნებრივი ან თხევადი აირის წვისას.

  ავტოტრანსპორტის სექტორი

  საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამბინძურებელია ავტოტრანსპორტი. ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ნახშირორჟანგით, ნახშირწყალბადებით9აქროლადი ორგანული ნაერთები(აონ) და მცირე რაოდენობით მეთანი), აზოტის ჟანგეულებით, გოგირდის ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზ(ა)პირენით და ნახშირორჟანგით.
  ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში აზოტის ჟანგეულებისა(NO) და გოგირდის ორჟანგის (SO2) ემისიის ძირითადი წყარო ავტოტრანსპორტია, შესაბამისად, ეს დამბინძურებლები გაიფრქვევა იქ სადაც დიდია სატრანსპორტო მოძრაობა-დიდ ქალაქებში, სატრანზიტო ტრასაზე. ყველაზე მწვავე მდგომარეობა ამ მხრივ თბილისშია, სადაც ქვეყნის მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების ერთ მესამედზე მეტია თავმოყრილი.
  ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ინტენსივობა დამოკიდებულია:
·         ავტომობილების საშუალო ასაკზე და მათი გამოფრქვევების ნორმებზე;
·         ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე და გაფრქვევათა რეგულარულ შემოწმებაზე;
·         საწვავის ხარისხის ნორმებზე(მაგ;გოგირდის დაშვებულ შემცველობაზე საწვავში), სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ავტომანქანების წილზე(ბენზინზე მომუშავე ავტომობილები მეტია თუ დიზელზე მომუშავე ავტომობილები)
·         სატრანსპორტო ნაკადების მართვაზე, ანუ რამდენად ხშირია საცობები და სატრანსპორტო ნაკადის სხვა შეფერხებები;
·         ადამიანთა ცნობიერებაზე, მაგ;მძღოლებისა დ აფეზით მოსიარულეთა ჩვევებზე, რამდენად ბევრი ადამიანი მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და სხვა.

   2008 წლის ჩათვლით საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მტვრის გაფრქვევის მთავარ წყაროს მრეწველობის სექტორი წარმოადგენდა, რასაც ძირითადად კასპისა და რუსთავის  ცემენტის ქარხნებიდან გაფრქვევები განაპირობებდა. ამ საწარმოებში 2009 წლიდან  ახალი თანამედროვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობები ამოქმედდა, რაც დღეისათვის ემისიის მისაღებ დონეებს უზრუნველყოფს და ამიტომ 2009 წლიდან ეს სურათი შეიცვალა. აქროლადი ორგანული ნაერთების ძირითად წყაროს ენერგეტიკის სექტორი, კერძოდ კი გაზმომარაგების სისტემიდან მეთანის დანაკარგები წარმოადგენდა; ნახშირორჟანგი, გოგირდის ორჟანგი და აზოტის ჟანგეულები კი ჰაერში ძირითადად სატრანსპორტო სექტორიდან,კერძოდ კი ავტომობილების გამონაბოლქვიდან ხვდება. ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად ეს გაფრქვევებიც გაიზრდება, თუმცა საწვავის ხარისხის გაუმჯობესებით, გამონაბოლქვის ნორმების ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებით და მათი კონტროლით ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდი პირობებშიც კი ჯამური გაფრქვევის არა მარტო სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, არამედ შემცირებაც კი შესაძლებელია.

No comments:

Post a Comment